იაპონური გაზეთის Sankei-ს ინფორმაციით, აშშ და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები შეთანხმდნენ, რომ ახალი თაობის სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატები ერთობლივად განავითარონ. მედია წერს, რომ აშშ-იაპონიის თავდაცვის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების თანამშრომლობის პირველი შეხვედრა 2024 წლის შუა რიცხვებში გაიმართება.
ამ სტრუქტურის ფარგლებში კოორდინაციას მოხდება იარაღისა და სამხედრო სისტემების, მათ შორის, ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებაზე. ეს სადაზვერვო და თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატები გამიზნულია მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების ოპერაციების მხარდასაჭერად, რომლის წარმოებასაც გაერთიანებული სამეფო, იტალია და იაპონია ერთობლივად აპირებენ.
უპილოტო საფრენი აპარატები აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემებით, რაც მთლიანი მისიის ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.