აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი აშშ-ის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია უნგრეთის მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომ ამოქმედდეს ახალი კანონი, რომელიც აღჭურავს უნგრეთის მთავრობას დრაკონული ინსტრუმენტებით, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იყოს იმ ადამიანების დასაშინებლად და დასასჯელად, რომლებსაც მმართველი პარტია არ ეთანხმება.
„ეს ახალი კანონი ჩვენს საერთო ღირებულებებს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შესახებ არ შეესაბამება,“ - აღნიშნა მილერმა.
უნგრეთში მიიღეს სადავო კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“