ევროკავშირი უკრაინული სტარტაპების დასაფინანსებლად, 20 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამას იწყებს

ევროპის ინოვაციების საბჭოს (EIC) (Seeds of Bravery) პროგრამა 20 მილიონ ევროს (21,9 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინული ტექნიკური სტარტაპების მხარდასაჭერად გაანაწილებს.

ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო იუწყება.


უკრაინულ ტექნიკურ სტარტაპებს ამჟამად შეუძლიათ, მოითხოვონ 10,000 ევროს გრანტი საკონსულტაციო სერვისებისთვის, რაც მათ ბიზნეს მოდელის ან ზრდის სტრატეგიის განახლებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, Seeds of Bravery მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიწყებს ხუთ პროგრამას, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის ტექნიკური ინიციატივების ინტეგრირებას ევროკავშირის ინოვაციური ეკოსისტემაში. ამ პროგრამებით 10,000 ევროდან 50,000 ევრომდე გრანტია გათვალისწინებული.


უკრიანული მედიის ცნობით, დაახლოებით 200 უკრაინული ტექნოლოგიური საწარმო 60000 ევროს განვითარების გრანტს მიიღებს. ეს კომპანიები ასევე მიიღებენ ისეთ მხარდაჭერას, როგორიცაა, საკონსულტაციო მომსახურება და ბიზნეს მენტორინგი.

უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მხარი უნდა დაუჭირონ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ომის შემდეგ უკრაინის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.