ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის

ფინეთის მთავრობამ უკრაინისთვის 21-ე სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

შესაბამისი განცხადება აშშ-ში ფინეთის საელჩომ სოციალური მედიის პლატფორმ X-ზე გააკეთა.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, ფინეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას როგორც ახლა, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. 

„ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის. ეს 21-ე გადაზიდვა ფინეთის სამხედრო დახმარების მთლიან ღირებულებას შეადგენს 1,6 მილიარდ ევროს (1,8 მილიარდი აშშ დოლარი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დახმარების წინა პაკეტის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 17 ნოემბერს გამოაცხადა.