ღაზის სექტორის მთელი 2,3 მილიონი მოსახლეობა განიცდის შიმშილის კრიზისულ დონეს და შიმშილის რისკი ყოველდღიურად იზრდება ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებასთან ერთად, ნათქვამია გაეროს მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის (IPC) მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება.
ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ღაზის სექტორის მოსახლეობის მდგომარეობა ფასდება კრიზისულად. სულ მცირე 79% იმყოფება საგანგებო ან კატასტროფის მდგომარეობაში.
კლასიფიკაცია მიუთითებს, რომ „ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის კატასტროფულად მწვავე კვებითი დაუცველობას“, რაც საკვების უკიდურესი დეფიციტითაა განპირობებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე პრობლემაა არასწორი საკვების „საგანგაშო მაჩვენებელი“, რაც ორგანიზაციის განცხადებით, ზრდის სიკვდილიანობის ალბათობას.
FAO აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-ის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული „ჰამასის“ თავდასხმისას 1200-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.