ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში, პალესტინის მოედნის ქვეშ დამალული „ჰამასის“ მთავარი გვირაბის ქსელი გაანადგურეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მიწისქვეშა ქსელი დაკავშირებულია „ჰამასის“ „მაღალი თანამდებობის პირების“ სახლებთან, ოფისებთან და სამალავ აპარტამენტებთან.
თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო დღეებში გვირაბების შიგნით სკანირების შედეგად სადაზვერვო ინფორმაცია მიიღეს. გვირაბი Yahalom-ის ელიტარული საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფმა და 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადამ გაანადგურეს.
პალესტინის მოედანი ღაზის ქალაქა რიმალის უბანში მდებარეობს. ეს ტერიტორია ომამდე განიხილებოდა, როგორც ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრი, სადაც „ჰამასის“ „უმაღლესი თანამდებობის პირები“ ცხოვრობდნენ.