უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციისა (SNRIU)და შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის (აშშ NRC) წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
უკრაინული მხარის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაგრძელებას და გაღრმავებას, გამოცდილების გაცვლას და ურთიერთქმედებას უკრაინისა და შეერთებული შტატების მარეგულირებელ ორგანოებს შორის ბირთვული დანადგარებისა და რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოებისა და და ზედამხედველობის საკითხებზე, გარანტიების გამოყენებას.
დოკუმენტი ითვალისწინებს ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების შეფასების ნაწილში აშშ-ის პრაქტიკის შესწავლას, კერძოდ, მცირე მოდულური რეაქტორების განთავსებას, უკრაინის შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების გადახედვისა და განახლების მიზნით.
როგორც ცნობილია, სექტემბერში SNRIU და დიდი ბრიტანეთის ბირთვული რეგულირების ოფისი ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომელიც ინფორმაციის გაცვლას მოიცავს.