თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა 300 პირი, რომლებიც ტერორისტული დაჯგიფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, რეიდები ქვეყნის 32 პროვინციაში ჩატარდა.
ყველაზე მეტი პირი დიდ ქალაქებში: ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში დააკავეს.
თურქეთის მთავრობა „ისლამურ სახელმწიფოს“ რამდენიმე თავდასხმაში ადანაშაულებს. მათ შორისაა თავდასხმები სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტზე 2016 წლის 28 ივნისს, როცა თვითმკვლელების მიერ მოწყობილ აფეთქებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 239 დაშავდა.