უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

რუსეთის ელჩი ტაშკენტში ოლეგ მალგინოვი ხუთშაბათს უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საქმე ეხება პოლიტიკური პარტიის „სამართლიანი რუსეთი - პატრიოტები - სიმართლისთვის“ თანათავმჯდომარის ზახარ პრილეპინის განცხადებას, რომლის თანახმად, ის რესპუბლიკის ტერიტორიის რუსეთისთვის მიერთებაზე საუბრობდა.


უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მეგობარი ქვეყნის პარტიების ლიდერების ნაჩქარევი განცხადებები, სამწუხაროდ, არ შეესაბამება უზბეკეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის სულისკვეთებას.


„მსგავსი განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ ფართოდ არის გავრცელებული რუსულ მედიაში, მიზანმიმართულად პროვოკაციული ხასიათისაა და მან შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ხალხებს შორის დამკვიდრებულ ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა მალგინოვმა განაცხადა, რომ პრილეპინის განცხადებებს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ოფიციალურ პოზიციასთან.