პოლონეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა

პოლონეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი 22 დეკემბერს კიევში ჩავიდა. ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ.  სიკორსკი, რომელიც მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, დეკემბერში პოლონეთის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ხელახლა დანიშნა ამ თანამდებობაზე.


პოლონური მედია გამოცემა RMF24 იტყობინება, რომ სიკორსკი სავარაუდოდ, უკრაინელ კანონმდებლებთან ისაუბრებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, უცნობია, შეხვდება თუ არა ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.


სიკორსკი არის ევროკავშირის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უკრაინას მას შემდეგ ეწვია, რაც ბლოკმა 14 დეკემბერს ქვეყანასთან ოფიციალურად დაუჭირა მხარი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას.