უკრაინამ კიდევ 66 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.
უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დაღუპული დამცველების დაბრუნება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეიარაღებულ ძალებთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არსებულ გაერთიანებულ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდა.
საკოორდინაციო შტაბმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და პირადად ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელს, იურგ ეგლინს გაწეული დახმარებისთვის.