გერმანიამ დღეს, 22 დეკემბერს, უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების სია განაახლა. გერმანიის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ ბერლინმა კიევს დამატებითი საზენიტო იარაღი Gepard-ი მიაწოდა. სამხედრო დახმარების სიაშია:10 ვექტორული დრონი; საბრძოლო მასალა Leopard 2A ტიპის ტანკებისთვის; 8 Zetros ტიპის სატვირთო მანქანა და სხვა აღჭურვილობა.
დახმარება სამრეწველო მარაგებიდან გაიცემა და გერმანიის უსაფრთხოების გაძლიერების ფონდებიდან ფინანსდება. ზოგიერთი მიწოდება მოითხოვს მოდერნიზაციას ან ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა. ასევე გრძელდება სასწავლო აქტივობები.
გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, მეორე ადგილზეა. გასულ თვეში გერმანიამ გამოაცხადა თავისი გეგმის შესახებ, რათა უკრაინას სამხედრო დახმარება 2024 წელს გააორმაგოს, რითაც მისი კონტრიბუცია 8 მილიარდ ევროს მიაღწევს.