ჯო ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა. რეკორდული 886 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი წლიურ სამხედრო ხარჯებსა და პოლიტიკას აფინანსებს. კანონპროექტი, ასევე, უკრაინისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედების დახმარებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიც თითქმის 3,100 გვერდია, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 5,2%-ით და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება. თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ასევე საუბარია შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის ეროვნულ სტრატეგიაზე.
გასულ კვირას, აშშ-ის კონგრესმა კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა. სენატმა კანონპროექტი 87 ხმით 13-ის წინააღმდეგ, წარმომადგენელთა პალატამ კი, 310-118-ის წინააღმდეგ მიიღო.