უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები დიდი ხანია „ნადირობენ“ რუსულ SU-34 გამანადგურებელ ბომბდამშენებზე, რომლებიც პრობლემებს უქმნიდნენ თავდაცვის ძალებს სამხრეთ მიმართულებით, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
„ჩვენ გვესმის, რაზეც ვსაუბრობთ. ახლა შეგვიძლია, გავამჟღავნოთ პატარა საიდუმლო, რომ მათზე „ნადირობა“ დიდხანს გაგრძელდა. ვინაიდან ეს თვითმფრინავები ხელს უშლიდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, გულწრფელად ვულოცავ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამაში. შესანიშნავი შედეგი,“ - განაცხადა დანილოვმა უკრაინის რადიოს ეთერში.
როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა პარასკევს შუადღისას სამი რუსული SU-34 ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ სწორედ ამ თვითმფრინავებით ახორციელებენ დამპყრობლები თავდასხმებს მართვადი ბომბებითა და მართვადი რაკეტებით.