უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დააწესა იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის ინტერესებს აზიანებენ. უკრაინული მედიის ცნობით, სიაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად არიან კვიპროსის, უკრაინისა და ლატვიის მოქალაქეები.
სანქცირებულთა სიაშია 43 პირი და 119 კომპანია.
მათ შორის, "ავტოდელ გაზ", რომელიც ოკუპირებულ ყირიმში ოპერირებს. სანქცირებულ კომპანიებს უკრაინის ტერიტორიაზე დაებლოკებათ აქტივები, შეუჩერდებათ სავაჭრო ოპერაციები და რესურსების ტრანზიტი ქვეყნის გავლით, ასევე, გაუუქმდებათ ლიცენზიები.