უკრაინაში, 40 მილიონი დოლარის გაფლანგვის საქმეზე სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს

უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ის ეჭვმიტანილია შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად გამოყოფილი დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ქურდობაში.


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ოფიციალურმა პირმა ხელი მოაწერა შეთანხმებას სპეციალურ ექსპორტიორ კომპანიასთან, 1,5 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საარტილერიო ჭურვების ფასად შეძენის თაობაზე. უკრაინის უშიშროების პრესრელიზის თანახმად, ეს თანხა კომპანიის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. მოგვიანებით, იმავე ჭურვების მიწოდებაზე და იმავე მწარმოებელთან თავდაცვის სამინისტრომ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში განცხადეს, ოფიციალური პირი დააკავეს ბრალდებით, რომელიც კვალიფიცირებულია, როგორც უკრაინის არმიისა და სხვა სამხედრო ფორმირებების ლეგიტიმური საქმიანობის შეფერხება, რამაც ადამიანების სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია. ამ მუხლით ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.