ტაივანი პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს გამოყოფს

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტაივანი 1 მილიონ დოლარს გადარიცხავს პოლონეთში უკრაინის ფონდის შესაქმნელად. ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც მიმართულია პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ეს პროექტები მოიცავს უკრაინელი ხალხის ადგილობრივი ინტეგრაციის გაძლიერებას, ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების გაუმჯობესებას და სხვა.


„მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო, პოლონეთმა ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღო. მსოფლიო აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ ხვდებიან პოლონელები უკრაინელებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. ტაივანი ასევე დგას ავტორიტარული რეჟიმის საფრთხის წინაშე და უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევით, დემოკრატიას უჭერს მხარს,“ განაცხადა ტაივანის ელჩმა პოლონეთში.