უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან უკრაინელებმა 14 გაანადგურეს

უკრაინა იუწყება, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 14 დრონი გაანადგურეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ გაშვებული დრონები მიკოლაივის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.


უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან უკრაინის ტერიტორიისკენ Shahed-ის 15 დრონი გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო ძალები საჰაერო თავდასხმის მოსაგერიებლად რეგულარულად იყენებს ტაქტიკურ ავიაციას და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებს, აგრეთვე, მოძრავ საცეცხლე ჯგუფებს.