უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებით, სამი SU-34-ის გამანადგურებლის დაკარგვის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების რაოდენობა შეამცირა.
„ახლა მტერი ცდილობს შეძლებისდაგვარად დაზვერვას, ინფორმაციის შეგროვებას სამხრეთის იმ რაიონებში, სადაც, რუსული მოიერიშეები ჩამოაგდეს. გასაგებია, რომ ისინი ეძებენ საშუალებებს, რომლებმაც ეს თვითმფრინავები, როგორც იტყვიან, „მარადიულ ფრენაზე“, გაგზავნეს. მტერი მნიშვნელოვნად ნაკლებ საჰაერო იარაღს, განსაკუთრებით მართვად ბომბებს, იყენებს,“ - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, იური იგნატმა.
მისივე თქმით, რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებასთან დაკავშირებული ინციდენტები, შეიძლება, განმეორდეს.
„შეგვიძლია, განვახორციელოთ ასეთი ოპერაციები სხვადასხვა მიმართულებით, საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ მეტი ასეთი სისტემა გვქონდეს, ველოდებით უკვე გამოცხადებულ დახმარებას, კერძოდ, დამატებით Patrion, Iris-T და ა.შ. სისტემებს,“ - აღნიშნა იგნატმა.