დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შეფსმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინს გამარჯვების საშულება მიეცემა, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.
„თუ ჩვენ პუტინის გამარჯვებას დავუშვებთ, შედეგები წარმოუდგენლად მძიმე იქნება ევროპისთვის, ბრიტანეთისთვის, მსოფლიოსთვის," - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინის დახმარება ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციას ნიშნავს.
„ჩვენ ვიცით, რა ხდება, როდესაც დიქტატორები მთელ ევროპაში მარშირებენ,“ - განაცხადა გრანტ შეფსმა.
გაერთიანებულმა სამეფომ გასულ წელს უკრაინაში თავდაცვის დახმარებისთვის 2.3 მილიარდი ბრიტანული ფუნტი (დაახლოებით 2.9 მილიარდი დოლარი) დახარჯა