ლუგანსკის რეგიონის დროებით ოკუოპირებულ ნაწილში რუსი ოკუპანტები სკოლის მოსწავლეების ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფას საბჭოთა პერიოდის პრინციპის შესაბამისად გეგმავენ. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება.
საპილოტე პროექტის დაწყების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია. შეტანილია წინადადება სკოლებში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის სახელების მინიჭების შესახებ. ასევე გეგმავენ რეპეტიტორების რაოდენობის გაზრდას, რომლებსაც „პატრიოტული განათლების“ გაკვეთილების მიმდინარეობის დროს თანამედროვე ისტორიაზე ხაზგასმა დაევალათ.
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, არტემ ლისოჰორის თქმით, მტერი კვლავ აქტიურად იყენებს პილოტირებულ ავიაციას და დრონებს, უტევს უკრაინის პოზიციებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, ლუგანსკის რეგიონის დროებით დატყვევებულ ტერიტორიაზე, რუსები ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ კოლონიებში დაკავებულ მსჯავრდებულებს აიძულებენ, შევიდნენ დამპყრობელი არმიის თავდასხმის რაზმებში.