უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან გრანტებისა და სესხების კომბინაციით, 1,3 მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
დაფინანსება უკრაინაში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გამძლეობის საჯარო ხარჯების პროგრამის (PEACE) ნაწილია, რომელიც შექმნილია ქვეყნის სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების მხარდასაჭერად.
14 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკმა სხვა მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინაში 39 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი.