საქართველოსა და ისრაელის რაგბის კავშირებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. რაგბის კავშირის ინფორმაციით, პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით, საქართველოს რაგბის კავშირი ისრაელის გუნდებს პროფესიულ გაძლიერებაში დაეხმარება. მორაგბეები ისრაელიდან წვრთნებს საქართველოში, ქართველი სპეციალისტების მეთვალყურეობით გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა როგორც კაცთა, ისე ქალთა სარაგბო გუნდებს მოიცავს. ანალოგიურ პარტნიორობას საქართველოს რაგბის კავშირი უკვე უწევს ყაზახეთის და აზერბაიჯანის რაგბის კავშირებს, ინტერესს გამოთქვამს პოლონეთიც.
„ისრაელი და საქართველო - ორი მოძმე ქვეყანაა, მცირე, მაგრამ ძლიერი, ვფიქრობ ერთად დგომით შევძლებთ ჩვენი სარაგბო პოტენციალი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ და შედეგად ახალი ბიძგი მივცეთ მსოფლიო რაგბისაც. ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების ტურისტულ პოტენციალსაც გაზრდის,“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ავჭალის სტადიონზე ევროპის სუპერ თასის ფინალი შედგა, რომელიც მესამედ ჩატარდა.