საშობაო გზავნილის თანახმად, რომელსაც Vatican News-ი ავრცელებს, რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიო მშვიდობისთვის ლოცულობს.
„დაე, სომხეთი და აზერბაიჯანი მიუახლოვდნენ საბოლოო მშვიდობას,“ - აღნიშნა რომის პაპმა. რომის პაპმა ასევე ილოცა საჰელის რეგიონის, აფრიკის რქის, სუდანის, კამერუნის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და სამხრეთ სუდანის ხალხისთვის - ყველა ადგილისთვის, სადაც დაძაბულობა მაღალია, მაგრამ მშვიდობა შესაძლებელია კეთილგანწყობისა და მძიმე ძალისხმევით.
მან „ილოცა ომის დასასრულებლად, რომელიც ანადგურებს ადამიანთა სიცოცხლეს ისრაელსა და პალესტინაში“. ასევე, რომის პაპმა დაასახელა სხვა ქვეყნები, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ახსენა ომით განადგურებული სირია, იემენი და ბრძოლა ლიბანში. მან ასევე ილოცა მშვიდობისთვის უკრაინაში.