ნეთანიაჰუ: ომი დასრულებასთან ახლოს არ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი დასრულებასთან ახლოს არ არის.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ ჩერდება და ბრძოლას აგრძელებს.

„ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნება და ის დასრულებასთან ახლოს არ არის. ჩვენ გვჭირდება მოთმინება, ერთიანობა და ჩვენი მისიის დაცვა,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში რეზერვისტების ბრიგადა მოინახულა.

„ყველამ მხოლოდ ერთი რამ მთხოვა: არ გავჩერდეთ და დასრულებამდე გავაგრძელოთ,“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.