უკრაინამ რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ძებნილთა სიაში შეიყვანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი შებნილთა სიაში შეიყვანა.

ფრიდმანს ბრალი ომის დაფინანსებისთვის 5 სექტემბერს წაუყენეს.


უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ოლიგარქმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაახლოებით 2 მილიარდი რუბლი (22 მილიონი დოლარი) მოახმარა რუსულ სამხედრო მანქანას.

საერთაშორისო სანქიცების ქვეშ მყოფი ფრიდმანი ფრიდმანი დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დეკემბერში დააკავეს, მოგვიანებით კი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

უკრაინამ რუსი ოლიგარქის ბანკის ნაციონალიზაცია მიმდინარე წლის ივლისში მოახდინა.