სირიაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი მრჩეველი ემსხვერპლა - სახელმწიფო მედია

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამხედრო დანაყოფის მაღალი რანგის მრჩეველი, რაზი მუსავი, ისრაელის საჰაერო თავდასხმისას სირიის დედაქალაქ დამასკთან ახლოს დაიღუპა.

ამასთამ, Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მუსავი თეირანსა და დამასკს შორის სამხედრო კოორდინაციის მიმართულებით მუშაობდა, ის იყო რევოლუციის გუშაგთა ყუდსის დანაყოფის ნაწილი.

ირანული წყაროების ცნობით, მუსავი იყო სირიაში ამ ძალის ერთ-ერთი ვეტერანი მრჩეველი, ყუდსის ყოფილ მეთაურთან ყასემ სოლეიმანთან დაახლოებული პირი.

როგორც ცნობილია, სოლეიმანი 2020 წლის იანვარში დაიღუპა აშშ-ის ძალების მიერ ბაღდადთან ახლოს განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად.