უკრაინა უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიპყრეს

ტავრიის ძალების ჯგუფის სპიკერმა უარყო რუსეთის მტკიცება იმის შესახებ, რომ  რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიპყრეს. მისივე განმარტებით, ბრძოლები ქალაქისთვის გრძელდება.

„ამჟამად ჩვენი ჯარისკაცები მარინკის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმყოფებიან,“ - განაცხადა სპიკერმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ.


მარინკა, რომლის მოსახლეობა 2022 წლის თებერვალში დაახლოებით 9000 იყო, 2014 წლიდან არის ფრონტის ხაზის ქალაქი. ის მდებარეობს ავდიივკაი სამხრეთ-დასავლეთით, 30 კილომეტრში. დეკემბრის შუა რიცხვებში, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს მრავალი თავდასხმა მარინკაზე, რადგან რუსეთი ემზადებოდა უფრო მეტი თავდასხმისა და დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ქალაქის აღების შესახებ.