დამასკოში ირანელი მაღალი რანგის პირის დაღუპვის გამო, ირანის რევოლუციური გვარდია ისრაელს ემუქრება და აცხადებს, რომ ისრაელი „დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“
„უდავოდ, უზურპატორი და ველური სიონისტური რეჟიმი ამ დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის,“ - ნათქვამია ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში.
ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის განცხადებით, „ეჭვგარეშეა, რომ ეს ქმედება სიონისტური რეჟიმის იმედგაცრუების, უმწეობისა და უუნარობის კიდევ ერთი ნიშანია.“