იაპონიის მთავრობა „ჰამასის“ სამი უფროსი წევრის მიმართ სანქციებს დააწესებს. კერძოდ, ტოკიო გააყინავს აქტივებს და დააწესებს სანქციებს გადახდებსა და კაპიტალურ ტრანზაქციებზე.
Reuters-ის ცნობით, იაპონიის მთავრობის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტოკიოს სანქციების სამიზნეები სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ასეთი ტერორისტული აქტივობების დასაფინანსებლად სახსრები გამოეყენებინათ.