ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი შესაძლოა, თურქეთში 4 იანვარს ჩავიდეს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet-ი წერს.
რაისის ჩასვლა თურქეთში 28 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი გადაიდო. მედია წერს, რომ ვიზიტის დროს მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ტერორიზმთან ბრძოლა იქნება.