ინდოეთის საზღვაო ძალების ცნობით, ინდოეთი არაბეთის ზღვაში გამანადგურებელ ხომალდებს განათავსებს.
„არაბეთის ზღვაში განხორციელებული თავდასხმების ბოლო ტალღის გათვალისწინებით, ინდოეთის საზღვაო ძალებმა მართვადი რაკეტების გამანადგურებლები სხვადასხვა ზონებში განალაგეს,“ - ნათქვამია ინდოეთის საზღვაო ფლოტის განცხადებაში.
24 დეკემბერს, ინდოეთის სანაპიროებთან ახლოს ისრაელთან კავშირში მყოფ გემს დრონით დაესხნენ თავს.
აშშ-მ განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი იდგა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.