უკრაინაში საერთაშორისო ამანათებით დატვირთული პირველი მატარებელი ჩავიდა

  • უკრაინის ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა სარკინიგზო გზით ამანათები ჩაიტანა

პირველად 2002 წლის შემდეგ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Ukrposhta-მ სატვირთო სარკინიგზო ვაგონებით ტრანსპორტირების გზით, საერთაშორისო ამანათი მიიღო.

ამანათებით დატვირთული პირველი საცდელი მატარებელი კიევში ჩავიდა. ახალი სატრანსპორტო მარშრუტი შესაძლებელს ხდის, რომ კიევი არ იყოს დამოკიდებული საზღვარზე არსებულ ვითარებაზე, იტყობინება სახელმწიფო კომპანიის პრესსამსახური Facebook-ზე.


„Ukrposhta და ესტონეთის ეროვნული ფოსტა Omniva, სლოვაკეთის Interport-თან და Ukrzaliznytsia-სთან (უკრაინის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორი - რედ.) თანამშრომლობით აღწევენ ახალ ლოგისტიკურ გადაწყვეტას უკრაინაში საერთაშორისო ამანათების მიწოდებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ოპერატორის თქმით, პირველი სატესტო მიწოდება სარკინიგზო გზითა და სამი ვაგონით, თითქმის 80,000 ამანათს მოიცავდა.

გლობალური ბაზრებიდან, განსაკუთრებით, ჩინური ონლაინ მაღაზიებიდან ამანათების მიწოდებაში ესტონეთის მთავარი სატრანზიტო პარტნიორია.

უკრაინული კომპანია განმარტავს, რომ ახლა პოლონეთთან და სლოვაკეთთან საზღვრებზე ბლოკადა და ღია მანქანების გამშვებ პუნქტებზე მნიშვნელოვანი რიგები გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო შეკვეთების მიწოდებაზე.