ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შესაბამის ინფორმაციას ტაივანის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ტაივანის ეკონომიკის სამინისტრომ დაწესებული სანქციების სია იმ მიზნით გააფართოვა, რომ რუსეთსა და ბელორუსში ისეთი საქონლის ექსპორტი არ აიცილოს თავიდან, რომლის გამოყენებაც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება.
„სანქცირებული საქონლის სია საერთაშორისო თანამშრომლობის განსახორციელებლად და ჩვენი მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის ექსპორტის თავიდან ასაცილებლად გაფართოვდა,“ - წერია ტაივანის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
გაფართოებულ სიაში ნახევარგამტარების საწარმოებელი მოწყობილობები შევიდა, რომლის მწარმოებელთა შორის ტაივანი ლიდერობს, ასევე, გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.