საფრანგეთმა უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დასახმარებლად კიდევ ერთი გემი გადასცა

საფრანგეთმა უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დასახმარებლად, მეორე გემი გადასცა. ამის შესახებ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა კლემენტ ბონემ განაცხადა. 

„გემმა დატოვა ქალაქი დიუნკერკი. ის ხელს შეუწყობს მარცვლეულის ექსპორტს, რათა დაეხმაროს მსოფლიოს სურსათით უზრუნველსაყოფად. ჩვენი ვალდებულება არის ურყევი, ჩვენი სოლიდარობა არ შეჩერდება," - წერს მინისტრი X-ზე (Twitter).


მას შემდეგ, რაც ივლისში, რუსეთი ცალმხრივად გავიდა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებით დერეფანს იყენებს. დროებითი დერეფანი აგვისტოში გაიხსნა და მას შემდეგ უკრაინის პორტებში 38 გემი შევიდა, 30-ზე მეტი გავიდა. გემების უმეტესობას მარცვლეული ევროპასა და აფრიკაში გადააქვს. დერეფანი პირდაპირ არ მიდის ბოსფორის სრუტისკენ სწორი ხაზით, როგორც ეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დროს ხდებოდა, მაგრამ გემები NATO-ს წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებით სარგებლობენ დამატებითი უსაფრთხოებისთვის.