უკრაინამ უნდა აწარმოოს ყველაფერი, რაც მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება - ზელენსკი

უკრაინამ როგორც დამოუკიდებლად, ისე უცხოელ პარტნიორებთან ერთად უნდა აწარმოოს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„უკრაინამ დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან ერთად უნდა აწარმოოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის ნებისმიერი ფორმისგან დასაცავად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიპლომატების წინაშე მომავალი წლის ამოცანები უნდა დაადგინონ, კერძოდ, პარტნიორებთან შეთანხმებების შესახებ იარაღის წარმოებაზე, კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდებაზე.