სამხრეთ კორეა აშშ-სგან 20 მოიერიშე თვითმფრინავს შეისყიდის

სამხრეთ კორეამ „სტელსის“ ტიპის 20 მოიერიშე თვითმფრინავის შესყიდვის მიზნით, აშშ-სთან კონტრაქტი გააფორმა.

ქვეყნის თავდაცვის შესყიდვის პროგრამის ადმინისტრაციის თანახმად, კონტრაქტი გაფორმდა ამერიკულ საჰაერო კოსმოსურ კომპანია Lockheed Martin-თან, რომლის მიხედვითაც, სეული (F-35A) სტელსის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს მიიიღეებს. 


კონტრაქტი ამ თვის დასაწყისში გაფორმდა და მიწოდება 2027 წელს დაიწყება.

შეერთებული შტატების ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს რეგიონში, სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებს ამჟამად 39 F-35A გამანადგურებელი ჰყავს, რომლებიც 2019-დან 2022 წლამდე შეიძინა.