გასული წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ რუსეთის მიერ მომწამვლელ ქიმიკატების შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენების 465 შემთხვევა დააფიქსირა.
გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსული ძალები აძლიერებენ ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, 81 შემთხვევა მხოლოდ დეკემბერში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ყველაზე ხშირად იყენებს ყუმბარებს, როგორიცაა K-51, RGR და Drofa-PM. ასევე ხორციელდება საარტილერიო დაბომბვა ქიმიურად საშიში ნივთიერებების გამოყენებით.
უკრაინის სამხედროებმა 14 დეკემბერს დააფიქსირეს რუსეთის მიერ ახალი ტიპის სპეციალური RG-VO გაზის ყუმბარის გამოყენება, რომელიც უცნობ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. რუსეთის საზღვაო ქვეითმა ქვედანაყოფებმა ახლახან დაადასტურა, რომ ისინი იყენებენ აკრძალულ ქიმიურ იარაღს სოფელ კრინკიში, რომელიც ხერსონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობს.