უკრაინამ განაში საელჩო გახსნა

ელჩის დანიშვნამდე უკრაინის საელჩო განაში რწმუნებულის დონეზე იმუშავებს. დმიტრო კულებას თქმით, რუანდა, მოზამბიკი და ბოტსვანა იქნებიან შემდეგი ქვეყნები, რომლებიც უკრაინის დროშას აღმართავენ უკრაინის ახალ საელჩოებზე. მთლიანობაში, უკრაინა აფრიკაში ათი ახალი საელჩოს გახსნას გეგმავს.

„ეს აფრიკის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობისა და მსოფლიოში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილი,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებამ უკრაინის ელჩების თანამდებობაზე 16 კანდიდატი შეარჩია. საკითხი განსახილველად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე წარედგინა.