იაპონიის ბირთვულმა მარეგულირებელმა მსოფლიოს უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, TEPCO-ს კაშივაზაკი-კარივას სადგურის ხელახლა ამუშავების ნებართვა გასცა. ატომური ელექტოსადგური 2011 წლის ფუკუშიმას კატასტროფის დროს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მიზეზით გაითიშა.
რეგულატორის დასკვნით, TEPCO-ს მზადყოფნა გაუმჯობესდა და გადაწყვიტა მოხსნას დე ფაქტო აკრძალვა. უწყებამ მისი ობიექტების ინსპექტირება 4000 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაატარა.