უკრაინამ აფრიკიდან მარილის იმპორტი დაიწყო

უკრაინა იძულებულია, ტექნიკური მარილი აფრიკიდან შეიძინოს, რადგან ზაკარპატიის ოლქში მარილის საბადო სრული დატვირთვით არ მუშაობს. შესაბამისი განცხადება ზაკარპატიის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა.


ვიქტორ მიკიტამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება გეგმავს მოლაპარაკებას უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანია „უკრზალიზნიციასთან“, რათა საბადომდე ცალკე რკინიგზის აშენება მოხერხდეს.

ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას, საბადოს დამატებით შესწავლას და გვირაბის დასრულებას კიდევ ერთი წელი დასჭირდება. ინვესტორმა ამ პროექტზე უკვე დახარჯა დაახლოებით 170 მილიონი გრივნა (დაახლოებით 4,5 მილიონი აშშ დოლარი).


ბუშტინის საბადო დღე-ღამეში დაახლოებით, 45 ტონა ტექნიკურ მარილს აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი შეიძლება, 200 ტონამდე, რაც 600 ტონა მარილის ნარევს წარმოქმნის. ის გზის მოყინვის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.

"ეს საკმარისია ზაკარპატიის ოლქისთვის და მეზობელი ოლქებისთვის. მაგრამ ტექნიკური მარილის ეს რაოდენობა ვერ დაფარავს ქვეყნის ყველა საჭიროებას," - ამბობს ვიქტორ მიკიტა.

ამიტომ ტექნიკური მარილი ამჟამად აფრიკის ქვეყნებიდან მოგვეწოდება.