უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ვადიმ ჰაცაიტმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 400-ზე მეტი უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა.
„დღეს ჩვენ რეგულარულად გვესმის მეორე მხრიდან (რუსეთიდან), რომ მათ არ სურთ მონაწილეობა (ოლიმპიადაში) დროშის გარეშე, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, რომ ეს არ არის სამართლიანი მათთვის. ჩვენ, როცა სრულმასშტაბიანი ომი მძვინვარებს, არის თუ არა სამართლიანი, რომ ჩვენი 400-ზე მეტი სპორტსმენი უკვე დაიღუპა და 500-მდე სპორტული ობიექტი ნაწილობრივ ან მთლიანად დავკარგეთ? ჩვენ ვკარგავთ ხალხს... სამართლიანია ჩვენთვის?" ამბობს ვადიმ ჰაცაიტი.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ოლიმპიურ თამაშებში დაახლოებით, 300-350 სპორტსმენით მონაწილეობდა. თუმცა თუ ახლა მათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ნეიტრალური დროშით მიეცათ, მათი რიცხვი საგრძნობლად ნაკლები იქნება - 50-80 კაცი.
ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას უკრაინელი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიურ თამაშებში. უკრაინის NOC-ის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინელი სპორტსმენების წარმოდგენა ოლიმპიადაზე.