რუსეთის თავდაცვის კონგლომერატი Rostec-ი აცხადებს, რომ ახლო მომავალში თავის უახლესი ტიპის ჰაუბიცებს გამოიყენებს ბრძოლის ველზე, უკრაინის ძალების წინააღმდეგ. ასეთი ტიპის ჰაუბიცები საარტილერიო ჭურვებს დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე ისვრიან.
Rostec-ის განცხადებით, ახალი Coalition-SV-ის საარტილერიო ერთეულების გამოცდა დასრულებულია და უკვე დაიწყო მათი მასობრივი წარმოება. პირველი პარტიის მიწოდებას 2023 წლის ბოლომდე გეგმავენ.
2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა Coalition-SV-ის ტიპის ჰაუბიცები უკრაინის ფრონტზე განალაგა.