საქართველო და აზერბაიჯანი განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ

ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს (AREA) ცნობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილება.


დისკუსია ონლაინ შეხვედრაზე AREA-ს დირექტორის მოადგილის კამრან ჰუსეინოვისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) დირექტორის ჯაბა ხმალაძის მონაწილეობით გაიმართა.

როგორც AREA-ში აცხადებენ, მხარეებმა მთავრობის მიერ ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.