უკრაინაში ქალი სამხედროებისთვის სპეციალური ჯავშანჟილეტები შექმნეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ქალისთვის ადაპტირებული პირველი ჯავშანჟილეტი დაამტკიცა. უკრაინის არმიაში მომსახურე ქალებს სპეციალურად შემუშავებული ჯავშანი პირველად გადაეცემათ.


ჯავშნის წონა, რომელიც სულ მცირე 10,5 კილოგრამია, სხვა ანალოგებისგან არ განსხვავდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჟილეტი ორეტაპიანი ტესტირების შემდეგ დამტკიცდა. საველე გამოცდების პირველი ეტაპის შემდეგ, დიზაინი დაიხვეწა.