ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა შეძლებს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და NATO-ს უძლიერესი წევრი გახდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სამრეწველო კომპლექსი ვითარდება, ოდესმე უკრაინა შეძლებს NATO-ს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი იყოს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვა - ასეთი მუდმივი განვითარების პირობებში - დროის განმავლობაში ნამდვილად შეძლებს მსოფლიოს ყველაზე პროდუქტიული და ძლიერი თავდაცვის კომპლექსების ტოპ-10-ში მოხვედრას. ეს უკრაინის ნამდვილი პოტენციალია.

ჩვენი სახელმწიფო ნამდვილად შეძლებს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გლობალური დონორი და NATO-ს ერთ-ერთი უძლიერესი წევრი გახდეს. ამისთვის ვმუშაობთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.


ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს უკრაინის თავდაცვით კომპლექსში უკვე დაახლოებით 300 ათასი ადამიანი მუშაობს, რაც სახელმწიფოს უდიდესი მიღწევაა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას პარტნიორებთან, კერძოდ აშშ-სთან აქვს შეთანხმებები იარაღის ერთობლივად წარმოებაზე, სარემონტო ბაზის გაფართოებაზე, ახალი წარმოებების შექმნაზე, რომლებიც უკრაინაში იქნება განთავსებული.