უკრაინამ „შაჰედის“ ტიპის დრონის ანალოგის სერიული წარმოება დაიწყო

უკრაინამ რუსეთის მიერ გამოყენებული „შაჰედის“ მსგავსი კამიკაძე-დრონის სერიული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი აცხადებს.


კამიშინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას შეუძლია ათობით ასეთი კამიკაძე თვითმფრინავის წარმოება, მაგრამ გააგრძელებს მასშტაბის გაზრდას.

„ახლა ჩვენ დავიწყეთ სერიული წარმოება. ჩვენ ვაწარმოებთ ათეულობით ამ თვითმფრინავს. მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებს ათასზე მეტი დრონის მიღებას. დრონების, რომლებიც იფრენენ 1000+ კმ მანძილზე,“ - აღნიშნა მინისტრმა.