Reuters-ის ცნობით, თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.
სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით წერს, რომ ავარიაში შვიდი მანქანა მონაწილეობდა, მათ შორის, სამი ავტობუსი და სატვირთო მანქანა ჩრდილოეთ მარმარილოს გზატკეცილზე, საქარიის პროვინცია დაგდიბის მახლობლად.
ავარიის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორია დაფარულია ძლიერი ნისლით და დაბალია ხილვადობა.
საქარიის პროვინციის გუბერნატორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ 57 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.