პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კიევში ჩასვლას აპირებს, რათა სხვა საკითხებთან ერთად, საზღვრის ბლოკადის საკითხიც განიხილოს. ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს პოლონეთის მთავრობა საზღვარზე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.
„ჩვენ მოვამზადებთ ვიზიტს ისე, რომ პრეზიდენტთან (ზელენსკის - რედ.) შეხვედრის დროს გაირკვეს, რისი მიღწევა შეგვიძლია,“ - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკურ დონეზე "სერიოზული წინადადება" წამოვა კიევიდან, რამაც უნდა გაუადვილოს ცხოვრება პოლონელ გადამზიდავებს.
ის გადამზიდავებს სთხოვს „არ გადაკეტონ საზღვარი უკრაინის ომის გამო, რადგან სიტუაცია დრამატულია.“
ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა რამდენიმე წინადადება, რომელიც გაამარტივებს პოლონელი მძღოლების მდგომარეობას, მაგრამ მათი აზრით, ეს წინადადებები არასაკმარისია.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის ამჟამინდელი მთავრობა ასევე ძალიან სერიოზულად არის შეშფოთებული უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოლონეთის ბაზარზე „უკონტროლო ექსპორტით“. თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის გამო პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების გართულების მიზეზს ვერ ხედავს.
როგორც ცნობილია, 6 ნოემბერს პოლონურმა გადამზიდავებმა სატვირთო მანქანების მოძრაობის ბლოკადა დაიწყეს უკრაინის საზღვარზე სამ უმსხვილეს გამტარ პუნქტთან. მოგვიანებით, მათ შეუერთდნენ ფერმერები, რომლებმაც ასევე სასაზღვრო ჰგადასასვლელის ბლოკირება დაიწყეს. გადამზიდავების მთავარ მოთხოვნებს შორის არის უკრაინელი გადამზიდავებისთვის საჭირო ნებართვების პრაქტიკის დაბრუნება, რომელიც ევროკავშირთან 2024 წლის 30 ივნისამდე გაუქმდა.