საფრანგეთის ელჩი: აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა იურიდიული ძალის არმქონეა

საფრანგეთი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას უკანონოდ მიიჩნევს.

„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილია,“ წერს ელჩი შერაზ გასრი.